ჩვენს შესახებ

შ.პ.ს „კვარიათი ლუქსი“  2008 წელს შეიქმნა. არსებობის მანძილზე მას არაერთი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული.

ამჟამად, 2014 წლის ოქტომბრიდან, კომპანია  ქ.ბათუმში, სოფელ გონიოში, ახორციელებს საოჯახო სასტუმროს ტიპის სახლის მშენებლობას.

კომპლექსი მდებარეობს იოანე პირველწოდებულის გზატკეცილის 41ა-ში. კორპუსი 6 სართულიანია და მანსარდით სრულდება.

საოჯახო სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი გონიოს პლაჟიდან 250 მეტრში მდებარეობს.  აქვე უნდა აღინიშნოს გეოგრაფიული მდებარეობის სხვა უპირატესობანიც, რომლებიც მას უფრო მიმზიდველს ხდის – კომპლექსი თურქეთის რესპუბლიკის საზღვრიდან 2,5 კმ-ით, აეროპორტიდან 6 კმ-ით, ბათუმის ცენტრიდან კი 15 კმ-ითაა დაშორებული.

აღნიშნული მშენებლობა მიმდინარეობს ბანკი „ქართუს“ თანადაფინანსებით, რაც მისი ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში დამთავრების გარანტია.

საცხოვრებელი ფართების მოცულობა – 39 მ2- დან 74 მ2-მდე. ფასი კვადრატულ მეტრზე 600 დოლარიდან იწყება – სართულისა და შიდა ჩასატარებელი სამუშაოების (ტიხრები,თეთრი კარკასი,რემონტი და ა.შ) გათვალისწინებით, კვადრატული მეტრი ფართობის ღირებულება შესაბამისად იზრდება.

საცხოვრებელი კომპლექსის ფასადი  სარფისკენ მიმავალ გზატკეცილზე გამოდის,  უკანა ნაწილს კი მწვანეში ჩაფლული მთა ესაზღვრება, რაც მთიდან მონაბერი ნიავის მეშვეობით, უნიკალურ, გრილ კლიმატს ქმნის.

სამშენებლო ბაზარზე წარმოდგენილი სასტუმრო ტიპის ნომრებისგან განსხვავებით, ჩვენს საცხოვრებელ ბინებში პროექტით გათვალისწინებულია სამზარეულო, რაც მოსახერხებელია, როგორც ოჯახური კომფორტის შესაქმნელად, ასევე ეკონომიური თვალსაზრისითაც.

გონიოსა და კვარიათში სხვა საცხოვრებელ ბინებთან შედარებით ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული ფასები ყველაზე დაბალია, რაც მის ეკონომიკურ ეფექტიანობას გაცილებით ზრდის.

გამომდინარე იქედან, რომ კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართების ღირებულება ეტაპობრივად იზრდება, ბინის ამ ეტაპზე შეძენიდან 3-4 თვის შემდეგ, ანუ კომპლექსის საბოლოო ჩაბარებამდე, თქვენს მიერ დაზოგილი თანხა ბინის ფართიდან გამომდინარე 8000$-დან 15000$-მდე შეადგენს.

შეიძინეთ საცხოვრებელი ფართი ჩვენს კომპლექსში, გამოიყენეთ ის დასვენებისთვის, გადაეცით ის თქვენს მეგობრებს, ან გააქირავეთ და მიიღეთ ამაში დამატებითი სარგებელი (ბინების დღიური გაქირავების ფასი აღნიშნულ ტერიტორიაზე 200 ლარიდან იწყება).

დააბანდეთ ფული უძრავ ქონებაში! გახდით ჩვენი მეწილე! დაისვენეთ ზღვაზე საკუთარ სახლში!

 

„კვარიათი ლუქსი“ –  საუკეთესო შემოთავაზება!