გამჭვირვალობა

სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ბათუმის მახლობლად, საკურორტო სოფელ კვარიათში.

კვარიათი — სოფელი საქართელოში, თურქეთის რესპუბლიკის საზღვართან ახლოს (სახლი მდებარეობს 3 კმ-ს დაშორებით თურქეთის საზღვართან და 7 კმ-ს მანძილზე ბათუმის აეროპორტიდან), ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გონიო-კვარიათის უბანში, შავი ზღვის სანაპიროზე; მდებარეობს მდინარე კვარიათის ნაპირებზე, კახაბრის ვაკეზე. კვარიათი ერთ-ერთი პოპულარული შავიზღვისპირა კურორტია საქართველოში მისი დაივინგისთვის მოსახერხებელი ღრმა აუზის გამო და რელიეფის წყალობით – აქ მთაგორიანი რელიეფი ზღვას ერწყმის, რაც უნიკალურ კლიმატს ქმნის. კვარიათში ზღვა შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე სუფთაა. კურორტი ძირითადად პოპულარულია უკრაინელი და აღმოსავლეთ საქართველოს დამსვენებლებში.

 

სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის ჩაბარება 2018 წლის მაისში იგეგმება.

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან!